დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები და ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე გახდა ცნობილი. წილისყრის წინ კალათები ასე გამოიყურება:
პირველი კალათა:
“ლივერპული”, “ჩელსი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “იუვენტუსი”, “ბაიერნი”, პსჟ და “ზენიტი”.
მეორე კალათა:
“რეალი”, “ატლეტიკო”, “დორტმუნდი”, “ნაპოლი”, “შახტარი”, “ტოტენჰემი”, “ბენფიკა” და “აიაქსი”.
მესამე კალათა:
“ლიონი”, “ბაიერი”, “ზალცბურგი”, “ოლიმპიაკოსი”, “ვალენსია”, “ინტერი”, ზაგრების “დინამო” და “ბრიუგე”.
მეოთხე კალათა:
“ლოკომოტივი”, “გენკი”, “გალათასარაი”, “ლეიპციგი”, “სლავია”, “ცრვენა ზვეზდა”, “ატალანტა” და “ლილი”.
კენჭისყრა, 29 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 17 და 18 სექტემბერს ჩატარდება, ფინალი კი 30 მაისს სტამბულში.
ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან, ისევე როგორც რუსული და უკრაინული გუნდები.
ღონისძიებაზე უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გამოაცხადებს.
წყარო: sportal.ge