ორიოლ ბუსკეტსი გიორგი აბურჯანიასთან ერთად ითამაშებს

366
“ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა ნახევარმცველ ორიოლ ბუსკეტსის “ტვენტეში” გადასვლის შესახებ გვაუწყა, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი აბურჯანია იცავს.
“ბარსამ” ბუსკეტსი სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გამოსყიდვის უფლების გარეშე გაანათხოვრა.

20 წლის ბუსკეტსი კატალონიური კლუბის აღზრდილია, საყრდენი ნახევარმცველია, გასულ სეზონში გუნდის დუბლებში 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამას გარდა, “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში სათასო შეხვედრაში 55 წუთი ითამაშა.

წყარო: sportal.ge
SHARE