რატომ არ ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი დევისის თასზე

503
13-14 სექტემბერს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე მასპინძელ ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
თასის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად არ იასპარეზებდა. მიზეზის გასარკვევად საქართველოს ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს დავუკავშირდით.

– როგორც მოგეხსენებათ, ბასილაშვილს ძალიან ბევრი ქულა აქვს წლის ბოლოს დასაცავი. მას თავისი კალენდარი აქვს შედგენილი თავის მწვრთნელთან ერთად. შესაბამისად, ამის გამო ვერ ითამაშებს.

– ანუ ტრავმასთან არ გვაქვს საქმე?
– არა, არანაირად. ტრავმა ჰქონდა წლის დასაწყისში.

– ზოგადად, როგორი სისტემაა ჩოგბურთში, როგორც სხვა სპორტშია, სპორტსმენი არ არის ვალდებული, ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში?
– არა,

როგორც მოგეხსენებათ, ნაკრებში ნადალიც არ თამაშობს. შარშან, მაგალითად, ჯოკოვიჩმაც არ ითამაშა. ყველა სპორტსმენი თვითონ წყვეტს თავის კალენდარს.

სამ წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, რომ ოლიმპიადაზე წასვლის წინ ნაკრებში ითამაშოს. იქითა წელს ვალდებულია, რომ მონაწილეობა მიიღოს, რათა ოლიმპიადაზე წავიდეს – სხვა შემთხვევაში, ვერ წავა. რა თქმა უნდა, ეს თავისი გადასაწყვეტია, თუ უნდა, რომ ოლიმპიადაზე იასპარეზოს.

– რა მოლოდინები გვაქვს წელს დევისის თავზე?
– ძალიან უკან ვართ, მოგეხსენებათ. მეტოქეს 54-ე ჩოგანი ჰყავს პირველი ნომერი, მეორეც ჩვენზე ძლიერია. მცირე იმედები გვაქვს. ფავორიტები ვართო, ვერ გეტყვით.

წყარო: sportall.ge
SHARE