ზურიკო დავითაშვილი: სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა

323
სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩი (2:2) 18 წლის დებიუტანტმა ზურიკო დავითაშვილმა კარგად ჩაატარა, მწვრთნელ ვლადიმირ ვაისის ქათინაური დაიმსახურა და შემდეგი განაცხადა:
“კარგი თამაში ვაჩვენეთ. ბევრი მომენტი შევქმენით. მოგება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. შექმნილი მომენტების გამოყენების შემთხვევაში, ვფიქრობ, მატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით.

რაც შეეხება ჩემს დებიუტს, რა თქმა უნდა, მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვის. ვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ”.

წყარო: sportall.ge
SHARE