ბოლო რეპეტიცია ედინბურგში: დღეს „ბორჯღალოსნები“ „ნარშავების“ წინააღმდეგ

516

„ბორჯღალოსნები“ დღეს, 6 სექტემბერს ედინბურგში, შოტლანდიური რაგბის მექაში, „მარიფელდზე“ „ნარშავებს“ დაუპირისპირდებიან.

გუშინ კი, ჩვენმა გუნდმა ამავე სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა. აღსანიშნავია, რომ „სკოტებთან“ აქამდე სამჯერ გვითამაშია. თუმცა, „მარიფილდზე“ ასპარეზობა „ბორჯღალოსნებს“ პირველად უწევთ.

ერთი დღით ადრე კი, საქართველოს ნაკრებმა ერთობლივი ვარჯიშები „ედინბურგთან“ გამართა. ცხადია, „კელტთა ლიგაში“ მოასპარეზე გუნდისთვის მთავარი ინტერესი ჩვენ შერკინებასთან ვარჯიში იყო. თუმცა, წვრთნა არც ქართველი მორაგბეებისთვის იქნებოდა ურიგო.

იმედია, პირველი მატჩიდან, რომელიც ეროვნულ სტადიონზე ერთი კვირის წინ 10:44 დავთმეთ, ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სათანადო დასკვნები გააკეთეს. შესაბამისად, „ბორჯღალოსნებმა“ უფრო დალაგებული, მაღალდისციპლინირებული რაგბი უნდა ითამაშონ. ყველა შემთხვევაში, მსოფლიოს თასისწინა სამი მატჩი აუცილებლად სასარგებლო იქნება. იაპონიაში კი, საბოლოოდ გამოჩნდება რამდენად სწორი იყო „ბორჯღალოსნების“ მიერ არჩეული მზადების სტრატეგია.

შოტლანდია-საქართველო
შოტლანდია: 15. ბლეირ კინგჰორნი, 14. ტომი სეიმური, 13. დანკან ტეილორი, 12. სემ ჯონსონი, 11. დარსი გრემი, 10. ადამ ჰასტინგსი, 9. ალი პრაისი 1. გორდონ რიდი, 2. ჯორჯ ტარნერი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. სკოტ კამინგსი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან ვილსონი, 7. ჯემი რიტჩი, 8. ბლედ ტომსონი
16. გრანრ სტიუარტი,

17. ალან დეილი, 18. საიმონ ბერგენი, 19. ბენ ტულისი, 20. მაგნუს ბრედბერი, 21. ჯორჯ ჰორნი, 22. პიტ ჰორნი, 23. კრის ჰარისი
საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. მირიან მოდებაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე

16. ვანო კარკაძე, 17. გიორგი გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ლაშა ლომიძე, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი კვესელაძე

მსაჯი: რომენ პუატი (საფრანგეთი)

საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე უელსის ეროვნული გუნდი დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს „წითელი ურჩხულების“ ბოლო შეხვედრაა მსოფლიოს თასის წინ.

„ირლანდიასთან მატჩი ჩვენთვის ბოლო გამოცდაა. ამიტომ, საჭიროა, მორაგბეებმა საკმარისი სათამაშო პრაქტიკა მიიღონ და მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებთან მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ“, – თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

უელსელები იაპონიაში 11 სექტემბერს გაემგზავრებიან და „ბორჯღალოსნებს“ 23 სექტემბერს „ტოიოტა სთედიუმზე“ დაუპირსპირდებიან.

უელსი: 15. ლი ჰალპფენი, 14. ჯორჯ ნორსი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჰეიდი პარქსი, 11. ჯოშ ადამსი, 10. რის პატჩელი, 9. ტომოს ვილიამსი 1. ვინ ჯოუნზი, 2. ელიოტ დი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ჯეკ ბელი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. აარონ ვეინვრაისი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. როს მორიარტი
16. კენ ოუენსი, 17. ნიკ სმითი, 18. დილონ ლუისი, 19. ადამ ბირდი, 20. ჯოშ ნავიდი, 21. გარეთ დევისი, 22. დენ ბიგარი, 23. ლიამ ვილიამსი

ბოლო საწვრთნელ მატჩს გამართავს ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ავსტრალიის ნაკრებიც. „ვოლაბები“ თავიანთ შესაძლებლობებს სამოას ეროვნულ გუნდთან გამოცდიან.

შეგახსენებთ, რომ თავის პირველ მატჩს იაპონიაში ავსტრალიის ნაკრები 21 სექტემბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ავსტრალია: 15. ტომ ბენქსი, 14. დენ ჰაილეტ-პეტი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ ტოომუა, 11. მარიკა კოროიბეტე, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილი გენია 1. ჯეიმზ სლიპერი, 2. ჯორდან უილისი, 3. სეკოპე კეპუ, 4. რობ საიმონსი, 5. ადამ კულემანი, 6. ლუკჰან სალაკაია-ლოტო, 7. დევიდ პოკოქი, 8. ჯეკ დემპსი
16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. სკოტ სიო, 18. ტანიელა ტუპოუ, 19. ლუკ ჯოუნსი, 20. ლიამ ვრაითი, 21. რობ ვალენტინი, 22. ნიკ ფიპსი, 23. ჯეიმზ ოკონორი

მსოფლიოს თასი

23 სექტემბერი
საქართველო-უელსი

29 სექტემბერი
საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი
საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი
საქართველო-ავსტრალია

წყარო: lelo.ge

SHARE