უცნაური შემთხვევა ქართულ ფეხბურთში

407

„ლოკომოტივის“ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი მურთაზ (მუთა) ჩანგელია მოედანს დაუბრუნდა და… კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელი ზუგდიდელია და “ბაიას”, “ზუგდიდის”, “სასკოს” და “ოდიშის” ღირსებას იცავდა, იყო 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, მაგრამ წელიწადზე მეტია, სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და უცებ ასეთი მოულოდნელი ამბავი მოხდა.

“ბოლოს ერთი წლის წინ ვითამაშე. რეგიონული ლიგის “კოლხში” მამუკა რუსიასთან გამოვდიოდი. პირველ თამაშზე კუნთი დამიწყდა. მაგრამ ფეხბურთიდან წასვლა არც მიფიქრია, C ლიენზია მქონდა და დათუნა ყიფიანის მადლიერი ვარ, რომელმაც ჩემთვის მძიმე პერიოდში დახმარების ხელი გამომიწოდა და “ლოკომოტივის” აკადემიაში ადგილი გამომინახაროც ფეხი მომირჩა, უთამაშებლად ვერ მოვისვენე. “ლოკომოტივის” ბიჭებმა მოყვარულთა ლიგაში გუნდი გავაკეთეთ. 10 შეხვედრა ჩავატარეთ და 22 გოლი გავიტანე...

ყველაფერი მოულოდნელად მოხდა: ორი კვირის წინ, ერთმა კეთილმა ადამიანმა, რომელიც სლოვაკეთში ცხოვრობს და ფეხბურთის მიმართ ჩემი სიყვარულის ამბავი იცოდამითხრა – წამოდი, ბედი სცადე, იქნებ, ახლა მაინც დაგიფასდეს და გაგიმართლოსო... ასე და ამგვარად, ჩამოვედი მესამე ლიგის დასავლეთის ზონის კლუბ “კალნაში”...

ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელს მოვეწონე, კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გამიფორმა, ერთწლიანი სამუშაო ვიზა გამიკეთა და პირველი მატჩიც ჩავატარე. ვეთამაშებოდით “ნიტრა 2-ს, სადაც სლოვაკეთის ახალგზრდული ნაკრების წევრი და კანდიდატი თამაშობს. რა თქმა უნდა, თავიდანვე ძირითადში ვერ ვიქნებოდი55-წუთზე შეცვლაზე შემიყვანეს. მატჩის ბოლოს გავიტანე და, მართალია, 1:2 წავაგეთ, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს.

მესამე ლიგაა, მაგრამ ბოლო ერთიორი წლის ჩავარდნის გათვალისწინებით, ახლა ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. 27 წლის ვარ და აქ არ ამბობენ იმას, ასაც საქართველოში – რომ ამ ასაკ უკვე ბებერი ხარ, რომ რა დროს ფეხბურთია... ვთამაშობ და თუ უფრო მაღალ დონეზე თამაში მოვახერხე, ხომ კარგი. სხვაგვარად, ფეხბურთით გულს მაინც გავახარებ”, – ამბობს მუთა ჩანგელია.

წყარო: lelo.ge

SHARE