სექტემბრის ბაშოს მესამე დღე კვლავ წარმატებული აღმოჩნოდა ჯურიოს დივიზიონში (მე-10 მაეგაშირა) მოასპარეზე ქართველი გაგამარუსთვის (თეიმურაზ ჯუღელი). მისი მეტოქეც მე-10 მაეგაშირა სოკოკურაი გახლდათ, რომელიც ამ ბაშოზე, გაგასთან ორთაბრძოლამდე, დაუმარცხებელი იყო.
ქართველმა სუმოისტმა პირველივე შეჯახებისთანავე ისარგებლა წონაში უპირატესობით, და თავისზე გაცილებით მცირეწონოსანი სოკოკურაი დოჰიოს კიდესთან მიაცურა და შემდეგ ოშიდაშის ილეთით გაიყვანა კიდეც მის მიღმა.
ამჯერად სამი დღის შემდეგ გაგამარუს მოგება წაგებათა დადებითი ბალანსი 2/1-თან გაუხდა.
წყარო: lelo.ge