შუმახერი პარიზში გადაიყვანეს

470

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, გერმანელი მიხაელ შუმახერი საიდუმლოდ მოათავსეს პარიზის კლინიკაში, – წერს გაზეთი Le Parisien. ლეგენდარული პილოტი ჟორჟ პომპიდუს სახელობის საავადმყოფოში შვეიცარიაში საკუთარი ვილიდან გადაიყვანეს.

ტრანსპორტირებისას შუმახერს მონდომებით მალავდნენ უცხო პირებისგან – საკაცე სპეციალურად იყო შეფუთული. გერმანელს 10 ექიმი ახლდა თან. როგორც ვარაუდობენ, ლეგენდარულ პილოტს ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ.

2013 წლის 29 დეკემბერს, შუმახერმა თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და ხუთი თვე კომაში გაატარა. დღემდე ის სარეაბილიტაციო კურსს გადის.

წყარო: lelo.ge

SHARE