კონორ მაკგრეგორმა დაბრუნების თარიღი დაასახელა

447
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონაში, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა “ტვიტერის” საშუალებით ოქტაგონზე დაბრუნების თარიღი დაასახელა.

 

“14 დეკემბერი, დუბლინი”, – დაწერა კონორმა.

 

უკანასკნელი ბრძოლა მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჩაატარა და მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით ნაადრევად დამარცხდა. მას შემდეგ ხაბიბმა დასტინ პორიეს მოუგო, რომლის მაისურის გაყიდვით, სხვათა შორის, დაღესტნელმა 100 000 დოლარი გამოიმუშავა და პორიეს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.

 

ოქტაგონზე ბრძოლის გამართვამდე კონორმა პაბში იჩხუბა და მეტოქედ ასაკოვანი კაცი შეარჩია, რომელსაც მხოლოდ იმიტომ დაარტყა, რომ მისი შეთავაზებული ვისკი არ დალია.
წყარო: sportall.ge
SHARE