რამდენად სერიოზულია თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმა

405

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა. კვიპროსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ტრავმაა.

ჩვენებურმა ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა. კარგი ისაა, რომ ეს დაზიანება სერიოზული არ არის და არის იმედი, რომ ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატის მომდევნო კალენდარულ მატჩში ითამაშებს “პაფოსთან”, რომელიც 22 სექტემბერსაა დანიშნული.

წყარო: lelo.ge

SHARE