ნახეთ ტოჩინოშინის ახალი ილეთი და გამარჯვება რიუდენთან

469

მაკუუჩი დივიზიონში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა.  მისი მეტოქე რუიდენი იყო, რომელთანაც ლევანს მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი ჰქონდა – 1:1. სექტემბრის ბაშოზეც ერთნაირად ჭიდაობდნენ – ამ ბრძოლის შემდეგ ორივეს 6 გამარჯვება და 7 წაგება მოუგროვდა.

ლევანმა მუხლის ტარვმის გამო საბრძოლო ტაქტიკა ძირეულად შეცვალა – მთელი ძალით შეჯახებას და ძალისმიერ მიწოლას ეროდება. საამისოდ მას მუხლზე სერიოზული დაყრდნობა სჭირდება.

რიუდენთან ახალი ტაქტიკა ვნახეთ: მსაჯის ნიშანზე ტოჩინოშინი კი არ დაეჯახა, გვერდიდან ქამარში წაავლო ხელი რიუდენს, რაც გამარჯვებითვის საკმარისი აღმოჩნდა. ქართველმა იმდენად კარგად ჩასჭიდა, რომ დოჰიოს კიდესთან მიყვანა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

ასე და ამგვარად, ლევანის ბალანსი 6/7-ზეა. ოძეკის ტიტული რომ შეინარჩუნოს დარჩენილი ორივე ბრძოლა უნდა მოიგოს.

ჯურიოში გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპივა მიტორიუსთან ორთაბრძოლაში და ახლა მას 5 მოგება და 8 წაგება აქვს, დარჩენილ ბრძოლებში მინიმუმ ერთი მოგება, სავარაუდოდ, გაგას ჯურიოში ადგილს შეუნარჩუნებს…

წყარო: lelo.ge

SHARE