ჯონ ჯონსს ლიცენზია გაუუქმეს

1306

UFC-ისა და MMA-ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლ ჯონ ჯონსს ლიცენზია შეუჩერეს.

მან ვერ შეძლო კალიფორნიის სპორტული კომისიის გადარწმუნება, რომ დოპინგი არ მიუღია.

MMAJunkie-ს ინფორმაციით, ჯონსი ღმერთსაც კი იფიცებდა, რომ დოპინგის მიღების შესახებ არაფერი იცოდა.

CSAC-ის დირექტორის ენდი ფოსტერის თქმით, მას სჯერა ჯონსის, თუმცა ეს კომისიის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. მებრძოლი 205 000 დოლარით დაჯარიმდა და გარდა ამისა, მას ლიცენზიაც გაუუქმეს. მართალია, ლიცენზიის გაუქმების წესი მხოლოდ კალიფორნიაში მოქმედებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა შტატებიც გაიზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ როცა ჯონსი USADA-სთან პრობლემებს მოაგვარებს, მას შეეძლება ახალი ლიცენზია მოითხოვოს.

საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ USADA-მ უნდა მიიღოს და მასვე შეუძლია, რომ ჯონსი 4 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

SHARE