კარლეს პუიოლმა „ბარსელონას“ სპორტული დირექტორობა არ ისურვა

336
“ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, 41 წლის კარლეს პუიოლმა კატალონიურ კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა.

“უკანასკნელ ხანს ვრცელდებოდა ინფორმაციები კლუბში ჩემი შესაძლო დაბრუნების თაობაზე.
მოვალე ვარ, კულესის (“ბარსას” გულშემატკივრები) მთელ ოჯახს შევატყობინო, რომ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, არ დავთანხმდე შემოთავაზებას.
ეს ადვილი გადაწყვეტილება არ იყო, მე ხომ ყოველთვის ვამბობდი, რომ სახლში დაბრუნება მსურდა, მაგრამ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა არ მომცემს იმის საშულებას, რათა სრულად თქვენს სამსახურში ვიყო, რასაც ეს თანამდებობა მოითხოვს.

მინდა ნდობისათვის კლუბს მადლობა გადავუხადო. გაუმარჯოს “ბარსელონას”, – წერს პუიოლი “ტვიტერზე”.

წყარო: sportall.ge

SHARE