საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ფიჯის წაგების შემდეგ რეიტინგში დაწინაურდა

458
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
“ბორჯღალოსნებს” 73.29 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.
ქართველი მორაგბეების წინსვლა ფიჯის ნაკრების ურუგვაისთან წაგებამ განაპირობა. ამ მარცხის შემდეგ ფიჯის 4 ქულა დააკლდა, ხოლო ურუგვაის დაემატა და 19-დან მე-17 ადგილზე აღზევდა.
ფიჯის ნაკრები აქამდე მე-10 ადგილზე იყო, თუმცა სენსაციური მარცხის შემდეგ მე-12 ადგილზე დაქვეითდა.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” 29 სექტემბერს მსოფლიოს თასზე ჯგუფში მეორე მატჩს ურუგვაისთან გამართავს.
წყარო: sportall.ge
SHARE