კვირას, 29 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ურუგვაის შეხვდება, 3 ოქტომბერს კი ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრისთვის დაწერილ გამამხნევებელ პოსტში “ფეისბუქზე” ფიჯის რაგბის კავშირს საქართველოს ნაცვლად დანიის დროშა აქვს მითითებული.
აღსანიშნავია ის, რომ ეს ფიჯის რაგბის კავშირის ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” გახლავთ. პოსტი 7 საათის წინ არის დადებული და მას შემდეგ არაფერი შეუცვლიათ.
თუმცა, ბოლო დროს მსგავსი შემთხვევები აღარ გვიკვირს. შოტლანდიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ჰიმნის ნაცვლად ძველი დაუკრეს; საფრანგეთში ალბანეთის ნაკრების წარდგენისას ანდორას ჰიმნი ჩართეს და ბოდიში სომხეთს მოუხადეს.
თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ფიჯელები თავიანთ შეცდომას ნახავენ და მარტივ საკითხს ადვილად გამოასწორებენ.
წყარო: sportall.ge