26 სექტემბერს ეკა გორგოძე (217) ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მესამე წრეში გავიდა, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია.
გორგოძემ იტალიელი მარტინა ტრევიზანი (205) 6:2, 4:6, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუმინელ ირინა მარია ბარას (206) შეხვდება, რომელმაც ესპანეთის სახელით მოასპარეზე მოლდოველ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვას (95) 7:5, 6:0 სძლია.
ეკამ პირველ რაუნდში რუს ვალენტინა ივახნენკოს (220) 6:3, 6:2 მოუგო.
მან სექტემბერში უკვე 2 ტურნირი მოიგო და იმედია, ამჯერადაც იმარჯვებს.
წყარო: sportall.ge