საქრთველოს ნაკრების კიდევ ერთი დანაკლისი ტრავმის გამო

376

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საოქტომბრე მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. ვლადიმირ ვაისის გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.

7 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე, სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ 14 ფეხბურთელი იყო:

მეკარეები – გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);
მცველები – ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბთ);
ნახევარმცველები – ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე – ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი);
თავდამსხმელები – ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ლეგიონერები, რომელთაც საკლუბო მატჩები 6 ოქტომბერს ჰქონდათ, გუნდს 8 ოქტომბრის ვარჯიშზე შეურთდებიან. MLS-ის ქართველი ლეგიონერები – ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია საწვრთნელ პროცესში 9 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

ლაშა დვალის (“ფერენცვაროში”) შემდეგ ვაისის სიას ტრავმის გამო გამოაკლდა ვახტანგ ჭანტურიშვილიც.

ის, რაც გვაკლია…

…მოკლედ, ირლანდიასთან მატჩი ახლოვდება. ნავსი გასატეხია, მეტოქე – დასამარცხებელი. კი, ირლანდიასთან მატჩი მაინც ერთა ლიგის პლეი ოფებისთვის მოსამზადებელ ეტაპად უნდა განვიხილოთ (ასევე ჯგუფის სხვა დარჩენილი შეხვედრებიც), მაგრამ გამარჯვება ყოველთვის ძალიან სასიხარულოა და ვერც “სამყურებთან” ჯახი იქნება გამონაკლისი.

მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ: ირლანდიის ნაკრების მთავარი კოზირი არის შესანიშნავი ფიზიკური მომზადება. ეს ნაკრები 90 წუთის განმავლობაში გაშმაგებით იბრძვის და უბრძოლველად გოჯსაც არ თმობს.

ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ფიზიკურ მზადყოფნაში იქნებიან ჩვენი გუნდის ფეხბურთელები. საიდუმლო არავისთვისაა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ისევ აკლია სათამაშო პრაქტიკა. შესაბამისად, მათი ფიზიკური ფორმა ვერაფრით იქნება იდეალური და, ემანდ, სწორედ ეს გარემოება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი კარსმომდგარ თამაშში.

რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი რესურსი გაქვს, ასეთი ფეხბურთელების ნაცვლად სხვა მოთამაშეებს უნდა უხმო ეროვნულ გუნდში, მაგრამ… ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენს სამწვრთნელო შტაბს ვერ დავძრახავთ.

საქართველოს ნაკრები ამ ეტაპზე წარმოუდგენელია საბა კვირკველიასგიორგი აბურჯანიასჯანო ანანიძისა და გიორგი ქვილითაიას გარეშე. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ფეხბურთელები სამომავლოდ თავიანთ კლუბებში უფრო მეტს ითამაშებენ.

ჩვენი ფეხბურთის აქილევსის ქუსლი კი ის არის, რომ კონკურენციის შედარებით გაზრდის მიუხედავად, არიან ფეხბურთელები, რომელთა შეცვლაც ჯერაც ვერ ხერხდება იმ შემთხვევებშიც კი, როცა მათ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ…

ისე, ყველაფერი შედარებითია. გიორგი აბურჯანიას აშკარად აკლია სათამაშო დრო “ტვენტეში”, მაგრამ დანიასთან თბილისურ შეხვედრაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. ვნახოთ, იქნებ დანარჩენებმაც მას მიბაძონ და ჩვენი შიში გაქარწყლდეს.

წყარო: lelo.ge

SHARE