გაუსაძლისი პირობები – „ტორპედოს“ ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

316
ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და კლუბი სეზონის მიწურულს დაშლის პირასაა.

მიზეზად კი კლუბში არსებული მძიმე ფინანსური სიტუაცია და ამავდროულად ბაზაზე მყოფი გაუსაძლისი პირობებია.

“ტორპედოს” გულშემატკივრები უკვე რამდენიმე თვეა მერიისაგან ქმედით ნაბიჯებს ითხოვდნენ, თუმცა სიტუაცია ჩიხში მას შემდეგ შევიდა, როცა კლუბის გადაბარების პროცესში “ტორპედოს” მემკვიდრეობით ზაალ ჩაჩავასგან 3 მილიონი ლარის ვალი ერგო.

ქუთაისის “ტორპედო” ამჟამად 40 ქულით მეხუთე ადგილზეა და ამავდროულად საქართელოს თასის ნახევარფინალში იმყოფება. კლუბი ევროთასებზე გასვლის შანსს აქამდე ინარჩუნებდა.

თუ კლუბში არსებული სიტუაცია არ გამოსწორდება, “ტორპედომ” შეიძლება “ზესტაფონის” ბედი გაიზიაროს.

წყარო: sportall.ge
SHARE