რა ელის „ბორჯღალოსნების“ მატჩს – ტაიფუნის გამო უახლოეს 2 დღეში მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა გაუქმდება

487
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციისა და 2019 წლის მსოფლიო თასის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტაიფუნის საფრთხიდან გამომდინარე, ორი შეხვედრა გაუქმდება.
მსოფლიო რაგბის საიტზე ვკითხულობთ, რომ ცვლილება ჯერჯერობით არ შეეხება 11 ოქტომბერს გასამართ მატჩს საქართველოსა და ავსტრალიას შორის და 12 ოქტომბერს დაგეგმილ პირველ მატჩს ირლანდიასა და სამოას შორის.
12 ოქტომბრის დანარჩენი ორი შეხვედრა ახალ ზელანდიასა და იტალიას, საფრანგეთსა და ინგლისს შორის გაუქმდება და 4-ვე გუნდს 2-2 ქულა ჩაეწერება.

რაც შეეხება 13 ოქტომბერს ჩასატარებელ შეხვედრებს, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყველანაირ ღონეს იხმარენ, რომ ეს თამაშები შედგეს, თუმცა საბოლოო ინფორმაცია 13 ოქტომბრის დილით გახდება ცნობილი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი საზოგადოების, გუნდების, მოხალისეების უსაფრთხოება გახდა, რომელიც ყველასთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
წყარო: sportall.ge
SHARE