9 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა უნგრელი თანატოლები 4:2 დაამარცხა. შეხვედრის 32-ე წუთზე კი გუნდის ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
როგორც ნაკრების პრესსამსახურში გვითხრეს, მას ტვინის შერყევა არ დაუფიქსირდა. უბრალოდ, შეჯახებისას ცხვირში მოხვდა და დღის განმავლობაში გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა შემდეგ თამაშებში მონაწილეობას.
თუმცა, რადგან ტვინის შერყევა არ არის, დიდი ალბათობით, მას დასკვნით შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებთან უნდა ველოდოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრის მე-11 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა.
მომდევნო დაპირისპირებას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ყაზახეთთან გამართავს.
წყარო: sportall.ge