დებიუტი შედგა: „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა ესპანეთში გახსნა

433
9 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ, სადებიუტო მატჩში წყალბურთელთა კლუბი თბილისის “დინამო” სტუმრად ესპანურ “ტერასასთან” 5:9 დამარცხდა.
მასპინძლები უკეთ შეთამაშებულად გამოიყურებოდნენ, ჩვენი გუნდი კი თავიდან დაბნეული ჩანდა და პირველი ტაიმი ესპანელებმა 7:3 მოიგეს.
მესამე პერიოდში მეტოქე სწრაფად ვეღარ თამაშობდა და ჩვენმა გუნდმა ანგარიშის სხვაობა შეამცირა – 4:7, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.
“დინამოდან” გოლები ფაბიო ბარალდიმ (2), ზურაბ რურუამ, ბორის ვაპენსკიმ და დამირ ცრეპულიამ გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ “დინამოს” არ გაუმართლა – ბურთი ძელს ექვსჯერ გაარტყეს.
19 ოქტომბერს “დინამო” ზაგრებში “მლადოსტს” შეხვდება, შემდეგ კი, 30 ოქტომბერს ბუდაპეშტის ოსც-ს უმასპინძლებს.
რვაგუნდიანი B ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პირველი ოთხეული გადის.
წყარო: sportall.ge
SHARE