განახლებული რეიტინგი: იაპონიისა და ესპანეთის სარეკორდო ნიშნული

413

მსოფლიო რაგბიმ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, საქართველოს ნაკრები კი კვლავინდებურად მე-14 საფეხურზე იმყოფება. ვთქვათ ისიც, რომ “ბორჯღალისნები” მსოფლიო თასის დაწყებამდე მე-11 პოზიციას იკავებდნენ, მაგრამ ამ ტურნირის მიმდინარეობისას სამი საფეხურით განიცადეს რეგრესი.

მოწინავე ოცეულში ყველაზე დიდი პროგრესი ტონგას ნაკრებმა განიცადა, რომელიც 3 ადგილით დაწინაურდა და ახლა მე-13 პოზიციას იკავებს. პროგრესი განიცადა ესპანეთმა, რომლიც მე-17-დან მე-16 ადგილზე აღზევდა, რაც ამ გუნდის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სამაგიეროდ, აშშ-ს ნაკრების რეგრესი თვალსაჩინოა, რადგან ერთბაშად ოთხი პოზიცია დაკარგა და მე-17 საფეხურზე დაქვეითდა. ცხადია, უნდა აღვნიშნოთ მოწინავე ათეულში მომხდარი ერთადერთი გადაადგილება: იაპონიამ და საფრანგეთმა ადგილები გაცვალეს – აზიელები მეშვიდე ადგილზე აღზევდნენ, ფრანგები მერვეზე დაქვეითდნენ. ცნობისთვის, იაპონიისთვის მე-7 ადგილი საუკეთესო შედეგია.

1. ახალი ზელანდია – 90.98

2. უელსი – 88.87

3. ინგლისი – 88.13

4. ირლანდია – 85.93

5. სამხრეთ აფრიკა – 85.75

6. ავსტრალია – 83.52

7. იაპონია – 82.08

8. საფრანგეთი – 81.38

9. შოტლანდია – 79.23

10. არგენტინა – 78.31

11. ფიჯი – 76.21

12. იტალია – 72.04

13. ტონგა – 71.44

14. საქართველო – 71.26

15. სამოა – 70.72

16. ესპანეთი – 68.10

17. აშშ – 68.10

18. ურუგვაი – 67.41

19. რუმინეთი – 66.69

20. რუსეთი – 63.09

წყარო: worldsport.ge

SHARE