ლეო მესი: „ამდენი ხანი ვაკეთებდი ამას და მეტი აღარ შემიძლია“

482
“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ მე-6 “ოქროს ბუცის” მიღების შემდეგ ინტერვიუ ესპანური გამოცემა “მარკას” ჟურნალისტებს მისცა და სხვადასახვა საკითხზე ისაუბრა.

 

“ძალიან ძნელია იმასთან შეგუება, რომ დასვენება მჭირდება, რადგან გონება სხვანაირად არის მომართული. ისევ გგონია, რომ 25 წლის ხარ და რაღაცები ისევ ისე უნდა აკეთო, როგორც ადრე. თუმცა, სხეული თავისას შვრება და არსებობს გარემოებები, როცა იმაზე უფრო ფრთხილად უნდა იყო, ვიდრე აქამდე. ამასთან შეგუება გარკვეულ პროცესსა და დროს მოითხოვს, შეხვედრებისთვის განსხვავებულ მომზადებას გულისხმობს.

 

ვიცი, კრიშტიანოს ჰქონდა ჩემ მიმართ მოწოდებები, რომ დამეტოვებინა “ბარსელონა” და ახალი გამოწვევა მიმეღო. თუმცა ყველა ადამიანი გადაწყვეტილებებს საკუთარი მიზნებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე იღებს. არასდროს დამჭირვებია “ბარსელონას”, მსოფლიოში საუკეთესო კლუბის დატოვება. მსიამოვნებს აქ ვარჯიში, თამაში, ამ ქალაქში ცხოვრება. როგორც კლუბი, ისე ქალაქი ჩემთვის სრულყოფილია და ჩემი მიზნები ყოველთვის ამ კლუბისკენ იყო მიმართული, ვიდრე სხვაგან წასვლაზე.

 

პეპისა და დღევანდელ “ბარსელონას” შორის სხვაობა წლებია – ის ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მე მგონი, იმ პერიოდის მხოლოდ 3 თუ 4 ფეხბურთელი ვართ ახლა გუნდში. კლუბი იცვლება და ყოველ წელს ახალი ფეხბურთელები მოდიან.

 

დროის გასვლასთან ერთად, მივხვდები, რამდენი ხანი მინდა ვითამაშო. თუ შევატყობ, რომ აღარ მინდა თამაში ან აღარ გამომდის, პირველი ვიქნები, ვინც იტყვის – “ამდენი ხანი ვაკეთებდი ამას და მეტი აღარ შემიძლია”.
წყარო: sportall.ge
SHARE