საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე იასპარეზებს. ნიკას პირველი მეტოქე გამოცდილი ესპანელი ჩოგბურთელი, რეიტინგის 40-ე ნომერი ფერნანდო ვერდასკო იქნება.
ურთიერთშეხვედრებში ნიკა ფერნანდოს 1:0-ს ამარცხებს. შეხვედრა 22 ოქტომბერს 18 საათზე გაიმართება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 2.6 მილიონი ევროა. პირველ ნომრად განთესილია ავსტრიელი დომინიკ ტიმი.
თუ ნიკა ესპანურ ბარიერს დასძლევს მომდევნო ეტაპზე ტიმი-ცონგას გამარჯვებული ელოდება.
წყარო: worldsport.ge