ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა ხუთეულში შევიდა

299

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ (3:2), მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, დუბლი შეასრულა და ტურნირის საუკეთესო მეგოლეთა ხუთეულში მოხვდა. ახლა პოლონელის ანგარიშზე 58 გოლია.

ყველაზე მეტი კი კრიშტიანუ რონალდუს (127), ლიონელ მესის (112), რაულს (71) და ბენზემას (60) გაუტანიათ.

ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პოლონელმა შემტევმა 8 მატჩი ჩაატარა და 12 ბურთი გაიტანა. ასევე, მის ანგარიშზე 5 გოლია ჩემპიონთა ლიგაში.

წყარო: worldsport.ge

SHARE