დანიური გამოცემა: ლობჟანიძის გამო, სპორტულ დირექტორს გადაყენება ემუქრება

387

დანიური გამოცემა “ტიპსბლადეტი” ამტკიცებს, რომ საბა ლობჟანიძის ტრანსფერთან დაკავშირებული მოლაპარაკების ჩაშლა და აქედან ეკონომიკური ეფექტის ვერმიღება კლუბის სპორტულ დირექტორ სიორენ პედერსენს ძვირად დაუჯდება.

“ძალიან ბევრია ლაპარაკი “რანდერსის” ქართველი ლიდერის, საბა ლობჟანიძის ტრანსფერზე. ზაფხულის დასრულების შემდეგ, “რანდერსი” გამოცდილ ფლანგის თავდამსხმელ საბა ლობჟანიძესთან ურთიერთობაში სირთულეებს განიცდის. ის სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ამიტომ, მის მიმართ დიდი ინტერესი იყო. მაგრამ ამ ზაფხულს “რანდერსმა” ყველა შემოთავაზება უარყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქართველში შესაფერის თანხას არ სთავაზობდნენ. ახლა კი შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ “რანდერსმა” ლობჟანიძე მხოლოდ იმ თანხის ნახევარში გაყიდოს, რასაც ზაფხულში სთავაზობდნენ, სხვაგვარად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეს 2020 წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და კლუბს ისე დატოვებს, “რანდერსი” ტრანსფერში ვერაფერს აიღებს. მას კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ ლობჟანიძე ამით დაინტერესებული არ არის. ამის გამო, კლუბში “რანდერსის” სპორტული და კომერციული დირექტორის, სიორენ პედერსენის გადადგომაზე ლაპარაკობენ”, – წერს “ტიპსბლადეტი”.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ დანიურმა ტაბლოიდმა BT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რანდერსის” ქართველი ლიდერი იანვარში მაინც გადავა “ბრონდბიუში”, რომლის დაინტერესება “რანდერსის” დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა.

წყარო: lelo.ge

SHARE