ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, ახალი პროექტი ამოქმედდა – “ფეხბურთი ოკუპაციის წინააღმდეგ”. ინფორმაციას ორგანიზაციის ფეისბუქგვერდი არვცელებს.
“ფონდ არველაძისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს პარტნიორობით დაიწყო ახალი პროექტი – “ფეხბურთი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ”. პროექტი 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონსა და საზღვრისპირა სოფლებში ხორციელდება. 6 გუნდში გაერთიანებული 150 მოზარდი მთელი წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ არველაძეების ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს. 24 ოქტომბერს ყველა მათგანს ფონდისგან საჩუქრად ბურთები, ეკიპირება და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცა”, – წერია საქველმოქმედო ფონდის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფონდის ინიციატივით, წეროვნის დევნილთა დასახლებაში მოედანი განახლდა და მოზარდების გუნდი ჩამოყალიბდა. 14 წლამდე ფეხბურთელებთან ფონდის მიერ შერჩეული მწვრთნელი იმუშავებს. გუნდს გადაეცა სავარჯიშოდ და სათამაშოდ აუცილებელი ინვენტარი, ბურთები და ეკიპირება. დევნილთა დასახლებაში სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი ფონდისა და თურქეთის საელჩოს პარტნიორობით განხორციელდა.
წყარო: lelo.ge