გასაოცარი საფეხბურთო სამყარო გრენლანდიაში

332
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ადგილები, სადაც ადამიანები ბურთს არ აგორებდნენ.
ერთ-ერთი უნიკალური ადგილი კი გრენლანდიაა. ალბათ, ყველას სმენია ამ ადგილის შესახებ, სადაც ნამდვილი გამყინვარება და უკაცრიელობაა, თუმცა ეს მხოლოდ მითებია.
მართალია, იქ ნამდვილად ცივა, მაგრამ არა ისე, რომ ადამიანებმა ვერ იცხოვრონ.
კუნძული გრენლანდია ორივე მხრიდან ოკეანეებით არის გარშემორტყმული. ერთი მხრიდან ატლანტიკური, ხოლო მეორედან ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა.
პირველი სტადიონი ქალაქ ნუკში 1964 წელს აშენდა. ნუკი გრენლანდიის დედაქალაქია და 2015 წლის მონაცემებით, 16 000 ადამიანი ცხოვრობს.

 

Sportall.Ge
მიუხედავად სიცივეებისა, გრენლანდიაში ფეხბურთს მთელი წლის განმავლობაში თამაშობენ.
კუნძულის საფეხბურთო საიტები უბრალოდ ამბობენ, ცოტა თბილად ჩაიცვით და ნარინჯისფერი ბურთი გამოიყოლეთო.
სხვათა შორის, გრენლანდიაში ყინულის ფეხბურთის ტურნირიც კი არსებობს. ადამიანები მთელი კუნძულიდან მოდიან ტურნირზე დასასწრებად.
ერთხელ გრენლანდიას ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი და საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი რობერ პირესი ეწვია. პირესი კუნძულზე გუნდთან Varietes Club de France ერთად მივიდა და ადგილობრივი ფეხბურთელები გამოიწვია. ნეტა ეს არ ექნა…
პირველივე მატჩში გრენლანდიელებმა მეტოქე 10:0 გაანადგურეს. ჩვენთვის უცნობია, სულ რამდენჯერ ითამაშეს გუნდებმა, თუმცა ბოლო მატჩი სტუმრებმა 3:0 მოიგეს.
გრენლანდიის ჩემპიონატი ყოველ წელს ტარდება, თუმცა ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ფიფას წევრი არ არის. ოფიციალური ვერსიით, ამ ადგილას ბალახი სათანადოდ არ იზრდება.
ამის მიუხედავად, გრენლანდიამ ამხანაგური მატჩის გამართვაც კი მოახერხა და მეტოქე ტიბეტის ნაკრები იყო. მატჩი კოპენჰაგენის ნებართვით ჩატარდა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ გრენლანდია დანიის ავტონომიურ ერთეულად ითვლება. ამ მატჩთან დაკავშირებით ჩინეთს დანიასთან ბევრი კითხვა ჰქონდა. რაც შეეხება შეხვედრას, გრენლანდიამ მეტოქე 4:1 დაამარცხა.

 

Sportall.Ge
სტადიონი კლუბ G-44-ს ეკუთვნის. სხვათა შორის, სხვა კლუბებიც არ გამოირჩევიან უკეთესი დასახელებით – B-67, K-33. გუნდის სრულ დასახელებას ხშირად პირველ ასომდე ამცირებენ და იდენტობისთვის დაარსების წელს უმატებენ.
აღნიშნული სტადიონი დაახლოებით იმდენს იტევს, რამდენი ადამიანიც მივა. ვინც უფრო ადრე მივა, უფრო კომფორტულ ადგილსაც დაიკავებს.
შესაძლოა, გრენლანდიაში ბევრი სტადიონი არაა, სამაგიეროდ, ადგილობრივი რელიეფი ქომაგებს კარგ საყურებელ ადგილებს სთავაზობს.
მოკლედ, კუნძულზე ფეხბურთი ძალიან უყვართ და ყველაზე პოპულარული ორი კლუბი ინგლისურია. ორივენი წითლები არიან – “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.

 

Sportall.Ge
კუნძულზე, სადაც დაახლოებით 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 3000 ფეხბურთელი ფიქსირდება. მართალია, ნახევრად პროფესიონალი, მაგრამ მაინც.
წყარო: sportall.ge
SHARE