UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დააანონსა ოქტაგონში თავისი დაბრუნება.
„ჩემი დაბრუნება შედგება 18 იანვარს, ლას ვეგასში. ვიცი ვისთანაც მექნება ბრძოლა, მაგრამ თუ მის ვინაობას გავამხელ, UFC შეცვლის ამ ადამიანს. თუმცა, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის ის. შემდეგ კი ვიჩხუბებ ტონისთან ან ხაბიბთან“, – განაცხადა მაკგრეგორმა.
თავისი ბოლო ბრძოლა კონორმა 2018 წლის ოქტომბერში ჩაატარა, როცა ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა. მანამდე ირლანდიელს ორი წელი ბრძოლა არ ჰქონდა ჩატარებული შერეულ ორთაბრძოლებში.
წყარო: lelo.ge