საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიასთვის “სენტ ტრუიდენთან” გამართული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან “გენტში” კარიერის გაგრძელების შემდეგ პირველად მოხდა ისე, რომ ჩემპიონატის მატჩში ქვილითაიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა.
მართალია, ამ თამაშში გიორგიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, როგორც ვერცერთმა მისმა თანაგუნდელმა, თუმცა 55-ე წუთზე ძალიან ლამაზი მომენტი შექმნა და მკერდით მიღებული ბურთი ლამაზ ნახტომში დაარტყა კარისკენ, თუმცა მასპინძელთა იაპონელმა მეკარე შმიდტმა დარტყმის მოგერიება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ, დიდი ალბათობით, გიორგი შეხვედრაში გოლსაც გაიტანდა, 84-ე წუთზე მეკარესთან 2:1-ზე გასულ დეპუატრეს ცარიელი კარის წინ
მდგომი ქვილითაიასთვის რომ მიეცა პასი, თუმცა ბელგიელმა დარტყმა გადაწვიტა, ვერ გაიტანა და “გენტმაც” 2 ქულა დაკარგა.
შემდეგ მატჩს “გენტი” 31 ოქტომბერს, გასვლაზე, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართავს გასვლაზე.
წყარო: sportall.ge