მოსყიდული მუნდიალი

270

ტელეგრამ-არხმა, Black Mirror, თავის საიტზე მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, სერგეი კაპკოვის მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო, მისი კომპიუტერული სისტემის გატეხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ამ წერილებში ნათლად ჩანს მეთოდები, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების წევრები იყენებდნენ, 2010 წელს, ფიფას ჩინოვნიკების მიმართ, რათა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიეღოთ.

დოკუმენტებში დაწვრილებითაა წარმოდგენილი ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრების დოსიეები. ასევე წერია თუ რომელ ჩინოვნიკს როგორ უნდა მიუდგნენ. მაგალითად, ფრანც ბეკენბაურზე ზემოქმედება „უხვი ძღვენის“ მირთმევით შეიძლება, მისი მრჩეველის მეშვეობით. მიშელ პლატინიზე უეფას კომერციული პარტნიორების მეშვეობით, იოზეფ ბლატერზე კი მისი ნათესავის მეშვეობით, რომელის კომპანიაც ფიფას სატელევიზიო უფლებებს ფლობს.

სხვა წერილში წერია, რომ ბეკენბაუერის ხმის ყიდვა 3 მილიონ ევროდაა შესაძლებელი…

მოკლედ, ცხადი ხდება, რომ რუსეთის მხარემ ძალიან დიდი ფული დახარჯა ფიფას ჩინოვნიკების „მოსათაფლად“ და აკი, შარშან მუნდიალიც ჩაატარა.

წყარო: worldsport.ge

SHARE