ცნობილი გახდა Globe Soccer Awards – 2019-ის ნომინანტები

323
ცნობილი გახდა ევროპული კლუბების ასოციაციისა და ევროპელი საფეხბურთო აგენტების ასოციაციის მიერ ორგანიზებული Globe Soccer Awards – 2019-ის ნომინანტები.
ღონისძიებაზე, რომელიც 29 დეკემბერს დუბაიში გაიმართება, სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ გამარჯვებულს. ყველაზე პრესტიჟული, ბუნებრივია, 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა, რომელზეც შემდეგი მოთამაშეები არიან წარდგენილები:
  • კრიშტიანო რონალდო
  • ლიონელ მესი
  • ბერნარდო სილვა
  • მოჰამედ სალაჰი
  • ალისონი
  • სადიო მანე
  • ვირჯილ ვან დეიკი
ცერემონიაზე ასევე გამოავლენენ საუკეთესო მწვრთნელს, საუკეთესო კლუბს და ა.შ. შარშან Globe Soccer Awards-ის მთავარი პრიზის მფლობელი პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო გახდა.
წყარო: sportall.ge
SHARE