14 ნოემბერს ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, „უემბლიზე“ ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა მე-1000 იქნება „სამი ლომის“ ისტორიაში. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციამ საგანგებო მაისურები დაამზადა.
საინტერესოა, რომ ყველა მოთამაშეს, რომელსაც ოდესმე უთამაშია ინგლისის ნაკრებში, საკუთარი, უნიკალური ნომერი მიანიჭეს. უეფამაც ნება დართო ბრიტანელებს ასეთი ნომრიანი მაისურებით ითამაშონ.
მატჩზე დაპატიჟებული არიან ნაკრების ყველა კაპიტანი და მსოფლიო ჩემპიონატების 50 მონაწილე.
ინგლისელთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს გარეთ საუთგეიტს 1071 ნომერი ერგო. „დიდი ბედნიერებაა ინგლისის ნაკრების მაისურა გეცვას. კიდევ უფრო საამაყოა ეროვნულ გუნდს წვრთნიდე. ამის საშუალება ხომ ბევრს არ აქვს.“ – განაცხადა საუთგეიტმა.
ინგლისის ნაკრება ისტორიაში პირველი მატჩი 1872 წლის 30 ნოემბერს ჩაატარა შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ (0:0).
წყარო: worldsport.ge