არ შემიძლია ამ ბინძურ თამაშში ყოფნა!.. – ბათუმის დინამოს მეპატრონის ვრცელი კომენტარი გუნდის დატოვებაზე

488

საჩხერს “ჩიხურასთან” მატჩის შემდეგ ბათუმის დინამოს მეპატრონის საგანგებო განცხადება გავრცელა, სადაც არჩილ ბერიძე ამობდა, რომ, სავარაუდოდ, კლუბს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს დატოვებს…

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ (შაბათს – რედ) გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და, სავარაუდოდ, დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და ბათუმის დინამოს“, – თქვა არჩილ ბერიძე ბათუმის “დინამოს” ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ლიგის ფინიშამდე სამი ტურით ადრე ბათუმის “დინამო” 2:0 დაამარცხა და აჭარელთა საჩემპიონო შანსებს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ბათუმელთა თქმით, მე-60 წუთზე “ჩიხურას” მოთამაშე უნდა გაეძევებინათ და, საერთოდ, მიიჩნევენ, რომ გადამწყვეტ მომენტში მსაჯობა არაობიექტური იყო.

ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველმა არხმა”. საინტერესო იყო, რეალურად რა გახდა ამ განცხადების წინაპირობა.

“ჯობია, დროზე წავიდე. ეტყობა, ასეც უნდათ. მოვა ვიღაც და ჩემი წასვლა მისთვის იქნება მაგალითი, ხოლო ამ ნაბიჯით ქართული ფეხბურთი უფრო გაძლიერდება

ინვესტიციაზე უარს არ ვიტყვი, ბოლო თეთრს გავიღებ და გუნდს ყველაფერი ექნება. მაგრამ ჯანმრთელობას ვიღაც მსაჯს არ გადავაყოლებ

გადის მსაჯი მოედანზე და აპრიორი იცის, რას გააკეთებს. პირველ ტაიმში მეტოქის მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და პენალტი არ დანიშნა. კარგი, ჩავთვალეთ, რომ შეეშალა – ვის  არ შეშლია?! აგრამ მეორე ტაიში მეტოქეს კაცი არ გაგდო, საჩხერელ ფეხბურთელს კი მეორე ყვითელი არ მისცა, რადგან იცოდა, გასაგდები იქნებოდა...

ვის ვჭიდავო?! არ შემიძლია ამ ბინძურ თამაშში ყოფნა! მირჩევნია, ახლა მაგინონ,  ვიდრე არაფერი შევიმჩნიო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ აქ ყველაფერში დამაშავე ფეხბურთის ფედერაციაა – ეს ხალხი არაფერ შუაშიაკიკაჩიშვილს არავინ ეტყოდა – ბათუმელებს ხელი შეუშალეო. ეს არ მოხდებოდა...

მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის დანაშაული ის არისრომ ივანწმინდს უვარგის მოედანზე გვათამაშა...

5 წელია ულს არავინ დებდა, მე გამოვჩნდი და ახლა დაიწყეს ფულის ჩადება. ეს თუ არ უნდათ, თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, მაშინ აქ მე არაფერი მესაქმება.

ჩემს ემოციებს და შრომას არავინ უყურებს. მეუბნებოდნენ თანაივესტორები – ფეხბურთში ფულის ჩადება არ გვინდაო და მე მაინც დავიანხმე. მაგრამ ვის გამო? ვიღაც ნაძირალას გადავაყოლო გუნდის ამბიცია და ნერვები?! ეს არის მარაზმი, რომელიც დროულდ უნდა ვამხილოთ“, – თქვა ბერიძემ.

წყარო: lelo.ge

SHARE