19 წლის ერლინგ ჰოლანდს 20 გუნდი ეპატიჟება!

362

ავსტრიული „ზალცბურგის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ევროპული გუნდების რიგი დაუდგა. The Guardian-ის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელს ოცამდე გუნდი აკვირდება.

მათ შორის არიან „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“, „ბაიერნი“, „ატლეტიკო“, „არსენალი“, „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „რეალი“ და სხვები.

წყაროს ცნობით, ავსტრიელები ნორვეგიელი ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებენ და ნაკლებ თანხად მასთან შელევას არ გეგმავენ.

ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 10 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ უფრო შთამბეჭდავად თამაშობს – 3 თამაში, 6 გოლი.

წყარო: worldsport.ge

SHARE