ტრავმა, მაგრამ რამდენად მძიმე

321

ლევან მჭედლიძემ კვლავ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა ქართულ “კლასიკოში”. არადა, ფაქტია – რაც მჭედლიძე “დინამოში” მივიდა, გუნდის შემტევი პოტენციალი გაძლიერდა და ერთი ქულა თავად მოუპოვა “დინამოს” ბათუმურ დაპირისპირებაში…

ცუდი ისაა, რომ თავისი თაობის გამორჩეულ ფორვარდს ტრავმები თავს არ ანებებს. არა და არ ირღვევა მოჯადოებული წრე, მაგრამ ფეხბურთი ბრძოლაა და მჭედლიძემაც ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

რამდენ ხანს იუქმებს მჭედლიძე ტრავმის გამო, უახლოეს პერიოდში (შეიძლება, საათებშიც) გახდება ცნობილი. ჩვენ კი მას ტრავმებთან და საფეხბურთო ფორტუნასთან ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებთ.

ადამიანურადაც და ისედაც – კარგ ფორმაში მყოფი მჭედლიძე ძალიან სჭირდება არა მარტო თბილისის “დინამოს”, არამედ – საქართველოს ნაკრებსაც.

წყარო: lelo.ge

SHARE