კრიშტიანო რონალდოს სტილისტი ციურიხში მოკლული იპოვეს

342

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის კრიტიანო რონალდოს მთავარი პარიკმახერი რიკარდო მარკეს ფერეირა ციურიხის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo.

მამაკაცი 2 ნოემბერს აღმოაჩინა სასტუმროს თანამშრომელმა. თქმით, სტილისტი სისხლიან ლოგინში იწვა, ოთახში ალკოჰოლის სუნი იდგა. ფერეირას სხეულზე დანით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა.

ამ მომენტისთვის უცნობია, ვინ ჩაიდინა დანაშაული. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

რიკარდო მარკეს ფერეირა ბოლო ორი წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა. რონალდოს გარდა, მისი კლიენტები იყვნენ პორტუგალიელი მოდელები და მსახიობები.

წყარო: lelo.ge

SHARE