ბაიერნის ახალი თავსატეხი: ლევანდოვსკის ოპერაცია სჭირდება

307

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის საზარდულის ტრავმა აწუხებს. როგორც გერმანული გამოცემა “ბილდი” ამტკიცებს, 31 წლის პოლონელს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია.

თუმცა, იმის გამო, რომ ლევანდოვსკის არ სურს ორი უახლოესი მნიშვნელოვანი მატჩის გამოტოვება “ოლიმპიაკოსისა” (ჩემპიონთა ლიგა, 6 ნოემბერი) და “დორტმუნდის” (ბუნდესლიგა, 9 ნოემბერი) წინააღმდეგ, ქირურგიული ჩარევა სანაკრებო პაუზისთვის გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთმა უკვე გაინაღდა ევრო 2020-ზე თამაში, ამიტომაც ისრაელთან და სლოვენიასთან მატჩებს მნიშვნელობა არ აქვს.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 15 ოფიციალურ მატჩში 19 გოლი გაიტანა. მან ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა – საწყის 10 მატჩში უგოლოდ არ დაუტოვებია მოედანი.

წყარო: lelo.ge

SHARE