თბილისის დინამოს ყოფილი ნახევარმცველი უკრაინის ნაკრებში მიიწვიეს

248

თბილისის “დინამოს” ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია, რომელიც ახლა ლუგანსკის “ზორიას” ღირსებას იცავს, უკრაინის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

25 წლის ფეხბურთელისთვის ეს პირველი მიწვევაა მშობლიური ქვეყნის ეროვნულ გუნდში. ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილებმა უკვე მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური და მწვრთნელს საშუალება აქვს, სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს თავის გამოჩენს შანსი.

უახლოეს (ბოლო) საკვალიფიკაციო მატჩს უკრაინის ნაკრები 17 ნოემბერს სერბეთში გამართავს, მანამდე კი, 14 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლებს.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ივანისენიამ თბილისის “დინამოში” 2018-19 წლებში ითამაშა და 49 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

წყარო: lelo.ge

SHARE