ნოემბრის ბაშოზე მესამე დღე წარმატებული გამოვიდა რიგით მეორე, ჯურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუსთვის.
იგი იროდორის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა. ეს თეიმურაზ ჯუღელისთვის (გაგამარუ) ნოემბერში პირველი გამარჯვებაა. მისი ბალანსია – 1:2.
უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ტოჩინოშინი კი უხერხულ მეტოქე ენდოს შეხვდა, ახლოს არ მიუშვა, თავად კი ხელი ქამარში ჩასჭიდა და დოჰიოზე გადააგორა.
1:2 ასეთია რიჩის ბალანსი.
წყარო: lelo.ge