„ზიდანი – რამდენიმე სიტყვის ადამიანია“, – აზარმა ფრანგსა და სარის შორის უკეთესი დაასახელა

374

მადრიდის „რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა, ზინედინ ზიდანი და მაურიციო სარი შეადარა ერთმანეთს.

„ზიდანი – რამდენიმე სიტყვის ადამიანია. ის არაფერს ართულებს, მაგრამ ყოველთვის პოულობს დროს, რომ მატჩების წინ დამელაპარაკოს, რაც განწყობის შექმნაში მეხმარება.

ის უბრალოდ მეუბნება, რომ ბედნიერი ვიყო. ზიდანი არის ის ადამიანი, ვინც პირდაპირ საქმეზე გადადის და თავისი ფეხბურთელები ძალიან უყვარს. მას გუნდთან ემოციური კავშირის დაჭერა მოსწონს – იმ ფეხბურთელებთანაც კი, ვისაც სასტარტოში მოხვედრა უჭირთ. ყოველთვის ბურთით ვვარჯიშობთ და წინ სწრაფ გავარდნაზე ვფოკუსირდებით.

სარი უფრო მკაცრი იყო და გამეორებაზე აკეთებდა აქცენტს. იტალიელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით სამი წელი მაქვს გატარებული და შემიძლია ვთქვა, რომ ზიდანთან საკუთარი თავის პოვნა უფრო ადვილია.” – ციტირებს აზარის სიტყვებს AS.

წყარო: goal.ge

SHARE