თუ ევრო 2020-ზე გავალთ – საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ფინალურ ეტაპზე

424

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა ის 20 ნაკრები, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში, ტურნირის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს. კონტინენტის პირველობის კიდევ 4 მონაწილეს კი უეფას ერთა ლიგის პლეი ოფები გამოავლენს, რომელიც გაზაფხულზე ჩატარდება.

ევრო 2020-ის ფინალურ ტურნირს, რომელიც 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაიმართება, პირველად ისტორიაში, უეფას 12 წევრი ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ფინალური მატჩი 12 ივლისს, ლონდონში, “უემბლიზე” ჩატარდება.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონის ვინაობა 12 ივლისს, უემბლიზე გაირკვევა
ევროპის 2020 წლის ჩემპიონის ვინაობა 12 ივლისს, უემბლიზე გაირკვევა

ევრო 2020-ის წილისყრის კალათები

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წლისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში ჩატარდება. უკვე ცნობილია კალათები, რომლის მიხედვითაც წილისყრა გაიმართება.

1 კალათა: იტალია, ინგლისი, ბელგია, ესპანეთი, უკრაინა, გერმანია.

2 კალათა: საფრანგეთი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია, რუსეთი, ჰოლანდია.

3 კალათა: პორტუგალია, თურქეთი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ჩეხეთი.

4 კალათა: ფინეთი, უელსი, 4 გუნდი ერთა ლიგის პლეი ოფებიდან.

წინასწარ ცნობილია, რამდენიმე ჯგუფი მოხვედრილი ნაკრები. თუმცა, უეფა მაინც იტოვებს უფლებას, წილისწყრის წინ შეიტანოს ცვლილებები, შესაბამისად, ეს ვარიანტი მაინც პირობითია.

A ჯგუფი:  იტალია, ……….., ……….., უელსი/ფინეთი

B ჯგუფი: ბელგია, რუსეთი, დანია, უელსი/ფინეთი

C ჯგუფი: უკრაინა, ჰოლანდია, ……….., პლეი ოფის გამარჯვებული

D ჯგუფი: ინგლისი, ……….., ……….., პლეი ოფის გამარჯვებული

E ჯგუფი: ესპანეთი, ……….., ……….., პლეი ოფის გამარჯვებული

F ჯგუფი: გერმანია, ……….., ……….., პლეი ოფის გამარჯვებული

ბრძოლა დარჩენილი 4 საგზურისთვის

ევრო 2020-ის დარჩენილი 4 საგზურისთვის ბრძოლას ერთა ლიგის ჯგუფების 16 საუკეთესო გუნდი (რომლებიც ტურნირზე საკვალიფიკაციოდან ვერ მოხვდნენ), მათ შორის საქართველო აგრძელებს.

პლეი ოფები, რომელიც მომავალი წლის მარტში გაიმართება, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ 4 ტურნირად (ნახევარფინალებად და ფინალებად) ჩატარდება და თითოეული 2020-ის საგზურის თითო მფლობელს გამოავლენს.

საქართველოს ნაკრები 1/2-ფინალში ბელორუსს უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში, საგზურისთვის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდება.

პლეი ოფებში ითამაშებენ:

A ლიგა: ისლანდია, ბულგარეთი/ისრაელი/უნგრეთი/რუმინეთი

B ლიგა: ბოსნია-ჰერცოგოინა, სლოვაკეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია

C ლიგა: შოტლანდია, ნორვეგია, სერბეთი, ბულგარეთი/ისრაელი/უნგრეთი/რუმინეთი

D ლიგა: საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი.

წყარო: popsport.ge

SHARE