ქეცბაიას გაწვრთნილი ქართველები კვიპროსის ტურის ნომინაციებში – ოქრიაშვილი საუკეთესოებშია! ხმა მიეცით ლორიას ლიგის პირველმეკარეობაზე

365

ევ­რო 2020-ის პლეი ოფე­ბის­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხია – იქ­ნე­ბა თუ არა ბე­ლა­რუს­თან გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე, შე­იც­ვ­ლის თუ არა კლუბს გი­ორ­გი ქვი­ლი­თაია, რო­გორ ფორ­მა­ში იქ­ნე­ბი­ან ზო­გა­დად მო­თა­მა­შე­ე­ბი? ეს ახ­ლა ყვე­ლა­ზე სა­სი­ცოცხ­ლო თე­მე­ბია…

ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ჩვენ არ ვღე­ლავთ ან ნაკ­ლე­ბად ვღე­ლავთ, კვიპ­რო­სულ “ანორ­თო­სის­ში” მო­თა­მა­შე ქარ­თ­ვე­ლე­ბის სა­კითხია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­რეთ მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ არის მე­ო­რე ისე­თი კლუ­ბი, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის საქ­მე კეთ­დე­ბა. ეს არ არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან იქ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი თე­მურ  ქეც­ბაიაა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მის ხელ­ში ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი ფორ­მა­ში შე­დის. ლე­გი­ო­ნის მი­მო­ხილ­ვი­დან უკ­ვე იცით, ქეც­ბა­ი­ამ ახ­ნას “ეთ­ნი­კოს­თან” ოთხი­ვე ჩვე­ნე­ბუ­რი ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ა­ყე­ნა. თორ­ნი­კე ოქ­რი­აშ­ვილ­მა “ანორ­თო­სის­ში” გა­დას­ვ­ლის შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო მატ­ჩი მე-10 ტურ­ში “ეთ­ნი­კო­სის” წი­ნა­ა­აღ­მ­დეგ ჩა­ა­ტა­რა. ქარ­თ­ვე­ლე­ბის გუნ­დ­მა შინ 2:1 მო­ი­გო. მარ­თა­ლია, ოქ­რი­აშ­ვილს არ გა­უ­ტა­ნია, მაგ­რამ მატ­ჩის მთა­ვა­რი გმი­რი იყო და არა­ერ­თი მო­მენ­ტიც შექ­მ­ნა თა­ვი­სი სა­ფირ­მო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად.

თა­ვად გან­სა­ჯეთ: 27 წლის ქარ­თ­ველ­მა კარ­ში ორ­ჯერ ისე და­არ­ტყა, მე­ტო­ქე მცველ­მა და მე­კა­რემ გა­და­არ­ჩი­ნეს, ერ­თხე­ლაც კარს ააცი­ლა, 3-ჯერ ძელს მო­არ­ტყა და ერ­თხელ პე­ნალ­ტი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. “ოქ­რის” იღ­ბალ­მა ზურ­გი აშ­კა­რად აქ­ცია, მაგ­რამ “ანორ­თო­სი­სის” ვებ­გ­ვერ­დ­მა მატ­ჩის სამ სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თელს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა და ამათ­გან მთლად სა­უ­კე­თე­სო – გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა უნ­და შე­არ­ჩი­ონ. ოქ­რი­აშ­ვი­ლის ფორ­მა­ში შეს­ვ­ლა ძა­ლი­ან გვა­ი­მე­დებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის ის დი­დი ძა­ლა იქ­ნე­ბა.

ფორ­მა­ში შეს­ვ­ლას ცდი­ლობს ნი­კა კა­ჭა­რა­ვაც, კარ­გად ათა­მაშ­და ბუ­ბა და­უშ­ვი­ლიც… რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ლო­რი­ას, მან ყვე­ლა 9 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, მხო­ლოდ 5 გო­ლი გა­უშ­ვა და 10 ტუ­რის შემ­დეგ (ფა­მა­გუს­ტე­ლებს ერ­თი თა­მა­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი აქვთ) ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რე­ებს შო­რის მოხ­ვ­და. გა­მო­ცე­მა ShootandGoal-ის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კითხ­ვით, ორ­შა­ბა­თის სა­ღა­მომ­დე “ანორ­თო­სი­სის” 32 წლის ქარ­თ­ვე­ლი კი­პე­რი დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბით ლი­დე­რობ­და – მას მხარს  გა­მო­კითხულ­თა 61 პრო­ცენ­ტი უჭერ­და…

აი ლინკი, რომელზეც შეგიძლიათ ხმა მისცეთ გიორგი ლორიას  https://shootandgoal.cyprustimes.com/dimoskopisi-pios-ine-o-kalyteros-termatofylakas-tou-protathlimatos-psifiste/?fbclid=IwAR2uyurgYWG2im2XOuaVI_F3rNt2-HHtxEyRTEtl76lIcAkJ3TS9uwNkFFY

წყარო: lelo.ge

SHARE