რუსეთი ოლიმპიადიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოკვეთეს

620
მსოფლიოს საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მთავარმა კრებამ გაითვალისწინა სანქციების დეპარტამენტის რეკომენდაცია და რუსეთს 4 წლის განმავლობაში ყველა დიდ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.
სხდომა დღეს, 9 დეკემბერს შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება ერთხმად იქნება მიღებული.
გარდა დიდ ტურნირებზე მონაწილეობისა, მომავალი 4 წლის განმავლობაში რუსეთი ვერცერთ დიდ ტურნირს ვერ უმასპინძლებს. პლუს, რუსი ჩინოვნიკები ვერ დაესწრებიან ოლიმპიურ თამაშებს და რუსული მხარე ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას გადაიხდის.
რაც შეეხება უშუალოდ სპორტსმენებს, ისინი დაშვებული იქნებიან სხვადასხვა თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა ნეიტრალური სტატუსით, დროშისა და ჰიმნის გარეშე.
აღნიშნული მკაცრი გადაწყვეტილება მოსკოვის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოძიების შედეგებით იყო განპირობებული. გამოძებამ აჩვენა, რომ ლაბორატორიაში რუსი სპორტსმენების ანტიდოპინგური შემოწმების შედეგებს მალავდნენ და აყალბებდნენ.
რუსულ მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მომავალი 21 დღის განმავლობაში აქვს.
წყარო: sportall.ge
SHARE