რუსეთის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთილია – ამბობს BBC

396

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების ვერ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში, რომელიც ყატარში უნდა გაიმართოს. რა თქმა უნდა, BBC ასეთ ინფორმაციას უსაფუძვლოდ არ გაავრცელებდა.

9 დეკემბერს ცნობილი გახდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც რუსეთს 4 წლით აეკრძალა მთავარ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

ღიად რჩებოდა ფეხბურთის საკითხი. მართალია, ფიფას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია აკრძალვაზე, მაგრამ BBC უთუოდ დაეჯერება. თუმცა გარკვეულია, რომ აკრძალვა არ ვრცელდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე.

წყარო: lelo.ge

SHARE