ჩემპიონთა ლიგა – დღეს 1/8 ფინალისტები დაწყვილდებიან

483

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება და ტურნირს შემორჩენილი 16 გუნდი დაწყვილდება.

ამ ეტაპისთვის რამდენიმე შეზღუდვა არსებობს: ერთი ქვეყნის, ერთ ჯგუფში მყოფი და პირველი ადგილოსნები (ისევე როგორც შესაბამისად, მეორე ადგილოსნები) ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

განთესილი გუნდები

„ბარსელონა“ (ესპანეთი)

„ბაიერნი“ (გერმანია)

„იუვენტუსი“ (იტალია)

„ლაიფციგი“ (გერმანია)

„ლივერპული“ (ინგლისი)

„მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი)

„ვალენსია“ (ესპანეთი)

განუთესავი გუნდები

„ატალანტა“ (იტალია)

„ატლეტიკო“ (ესპანეთი)

„ჩელსი“ (ინგლისი)

„დორტმუნდი“ (გერმანია)

„ლიონი“ (საფრანგეთი)

„ნაპოლი“ (იტალია)

„რეალი“ (ესპანეთი)

„ტოტენჰემი“ (ინგლისი)

აქვე გეტყვით, რომ წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. უშუალოდ მერვედფინალის პირველი მატჩები 18, 19, 25, 26 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 10, 11, 17 და 18 მარტს გაიმართება.

წყარო: worldsport.ge

SHARE