ჩაკვეტაძე და ქვილითაია „რომას“ წინააღმდეგ

431

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, ყველა წყვილი ცნობილია, რომლებიც პლეი-ოფის საწყის სტადიაზე ითამაშებენ. გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას “გენტი” იტალიურ “რომას” დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის წყვილები:

„ვულვზი“ (ინგლისი) – „ესპანიოლი“ (ესპანეთი)

„სპორტინგი“ (პორტუგალია) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი)

„ხეტაფე“ (ესპანეთი) – „აიაქსი“ (ჰოლანდია)

„ლევერკუზენი“ (გერმანია) – „პორტუ“ (პორტუგალია)

„კოპენჰაგენი“ (დანია) – „სელტიკი“ (შოტლანდია)

„აპოელი“ (კვიპროსი) – „ბაზელი“ (შვეიცარია)

„კლუჟი“ (რუმინეთი) – „სევილია“ (ესპანეთი)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „არსენალი“ (ინგლისი)

„ალკმაარი“ (ჰოლანდია) – „ლასკი“ (ავსტრია)

„ბრიუგე“ (ბელგია) – „მანჩესტერი“ (ინგლისი)

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი) – „ინტერი“ (იტალია)

„აინტრახტი“ (გერმანია) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)

„შახტარი“ (უკრაინა) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)

„ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „მალმიო“ (შვედეთი)

„რომა“ (იტალია) – „გენტი“ (ბელგია)

„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ბრაგა“ (პორტუგალია)

აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის 1/16 ფინალები 20 და 27 თებერვალს გაიმართება.

წყარო: worldsport.ge

SHARE