ფეხბურთში ყოველთვის ხდება უცნაური და სასაცილო ფაქტები, შემთხვევები. ჩვენ ავარჩიეთ და გთავაზობთ ზუსტად 11 უცნაურ ფაქტს, რომლითაც ძალიან გაერთობით
#1. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ან იუნგ-ვონი პერუჯამ 2002 წელს გუნდიდან გაუშვა, იმიტომ რომ მუნდიალზე ვონის გოლით კორეამ იტალია გააგდო.
#2. სიტყვა “სოკერი” (Soccer) პირველად ინგლისში იხმარებოდა სანამ ამერიკაში ადაპტირდა
#3. ჩრდილოეთ კორეელებს არ შეუძლიათ მსოფლიოში მოგზაურობა, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, 2010 წლის მუნდიალზე ჩინეთიდან აერჩიათ ფანები და ჩინელები გაეშვათ სამხრეთ აფრიკაში ჩრდილოეთ კორეის ნაკრების საგულშემატკივროთ.
#4. ბერძენ ფეხბურთელს, გიორგიოს კატიდისს ნაცისტური ჟესტის გამო აეკრძალა ფეხბურთის თამაში.
#5. ჰიტლერს ეზიზღებოდა ფეხბურთი, იმიტომ რომ, 100%-ით გარანტირებული არ იყო ყველა მატჩის მოგება.
#6. 1967 წელს, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, ორმა დაპირისპირებულმა მხარემ დადო 48 საათიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტაზე, იმიტომ რომ, პელეს უნდა ეთამაშა ქალაქ ლაგოსში.
#7. გრენლანდია ვერ გახდება FIFA-ს წევრი არასაკმარისი ბალახის გამო. (ჩვენი სტადიონების ფოტოები არ გაბაზრდეს, თორემ ფიფადან გარიცხვა გველის)
#8. 1998 წელს, კონგოში, ფეხბურთის მატჩის დროს მოედანზე ჩამოვარდა მეხი და მხოლოდ ერთი გუნდის თერთემტივე ფეხბურთელი იმსხვერპლა. მეორე გუნდიდან ყველა მოთამაშე უვნებელად გადარჩა.
#9. ნორვეგია არის ერთადერთი საფეხბურთო ქვეყანა, რომელსაც ბრაზილიის წინააღმდეგ არასდროს წაუგია. 2 მოგება, 2 ფრე.
#10. 1994 წელს, კოლუმბიელი ფეხბურთელი ანდრეს ესკობარი საკუთარ კარში გატანილი გოლის გამო მოკლეს.
#11. 2002 წლის 31 ოქტომბერს, მადაგასკარის ჩემპიონატში ერთმა გუნდმა საკუთარ კარში 149 გოლი გაიტანა. ამ ჯესტით გუნდმა გააპტორტესტა წინა მატჩში ცუდი მსაჯობა.
წყარო: players.ge