ოქროს და ბრინჯაოს მედლები სლოვაკეთიდან

398
13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი “Golden skate”. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ტურნირში მონაწილეობდნენ ქართველი მოციგურავეები: ერთეულთა კატეგორიაში ნიკოლ ფადეევა, ანადეა გულბიანი-შმიდტი, ეკატერინე იაზადჯი, ქეთევან მახარაძე, ირინა ჩხეტიანი და სპორტულ ცეკვებში იულია ლებედევა-ბითაძე და მიხეილ კაიგოროდცევი.

 

ყოველ ტურნირზე ქართველი მოციგურავეები აუმჯობესებენ თავიანთ სპორტულ შედეგს და წარმატებული გამოსვლებით ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები ხდებიან.

 

ბრატისლავაში გამართულ ტურნირზე უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში 22 მონაწილეს შორის 1-ლი ადგილის მფლობელი გახდა ნორჩი მოციგურავე ნიკოლ ფადეევა; ანადეა გულბიანი- შმიდტი და ეკატერინე იაზადჯი კი თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ.

 

იუნიორების კატეგორიაში სპორტულ ცეკვებში მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა იულია ლებედევა-ბითაძისა და მიხეილ კაიგოროდცევის წყვილი, რომლებისთვისაც ეს ტურნირი სეზონის მესამე სტარტი იყო.
წყარო: sportall.ge
SHARE