ქართველ ჰალკს ბინა საჩუქრად!

699

26 დეკემბერს არქიმ ქართველ ჰალკს – მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა და მას ბინა არქი ისნის პროექტში გადასცა. საგინაშვილი მსოფლიოს 7-გზისა და ევროპის 6-გზის ჩემპიონია. სულ ცოტა ხნის წინ კი მკლავჭიდში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის – „ტოპ 8“-ის, გამარჯვებული გახდა. არქი და არქელები მადლობას უხდის ჩემპიონს მოპოვებული გამარჯვებისთვის, მხარდაჭერის დასადასტურებლად კი მას არქი ისნის პროექტში ბინა გადაეცა.

სპორტის მხარდაჭერისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის არქიმ ბევრ ქართველი ჩემპიონს აჩუქა ბინა სხვადასხვა პროექტში: ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს, მსოფლიო ჩემპიონებს ჭიდაობაში – გენო პეტრიაშვილს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიას, ლაშა გობაძეს და ლუხუმ ჩხვიმიანს. მათ რიცხვს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლევან საგინაშვილი, შემოუერთდა, რომელმაც საქართველოს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი.

„გვეამაყება, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი ძლიერი და წარმატებული სპორტსმენი, როგორიც მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილია. სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ამ გამარჯვების აღსანიშნავად არქიმ ქართველ ჰალკს არქი ისნის პროექტში ბინა გადასცა. ეს არის ჩვენი საჩუქარი იმ შრომისა და ბრძოლის დასაფასებლად, რასაც ლევან საგინაშვილი საქართველოსთვის აკეთებს. მინდა მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო წინსვლა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მოტანა. არქი, თავის მხრივ, განაგრძობს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას“, – ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.

არქის მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ქართული სპორტის მხარდაჭერა, განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

წყარო: worldsport.ge

SHARE